ოპოზიციის ბრალდება და ცესკო-ს პასუხი

კრწანისის საარჩევნო ოლქში მომხდარი ფაქტის გამო ცესკო-მ მოკვლევა დაიწყო.

საარჩევნო ადმინისტრაციის აუდიტის სამსახური სწავლობს, რატომ გაიხსნა საოლქო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან მიტანილი სამაგიდო სიები. ეს სიები ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემებს მოიცავს, რის გამოც განადგურებამდე დალუქული უნდა ყოფილიყო.

არსებობს დოკუმენტების გახსნის დამადასტურებელი კადრებიც, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელმა გადაიღო.

მომხდარის გამო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტებების კეთება უწევთ.

მხარეთა პოზიციები ნათია ქენქაძემ მოისმინა.