ოპოზიციის ბოიკოტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია ბოიკოტის ფონზე გაიხსნა.

სხდომებს არ ესწრებიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.  მათი მთავარი მოთხოვნა უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში ინიცირებული კანონპროექტის განხილვაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ უმღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა. დავით გაბაიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს უნდა სცეს პატივი.

პარალეურად ინციდენტი იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

დატოვე კომენტარი