გამოიწვევს თუ არა სოციოლოგიური გამოკითხვები ოპოზიციურ ფლანგზე პოზიციების ცვლილებას – ამ კითხვას ამჯერად ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ის კვლევა ააქტიურებს, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 54 % თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მომხრეა. თუმცა ამ თემაზე დამატებითი შეკითხვების და მათზე მიღებული პასუხების საფუძველზე ოპოზიციონერი აქტორები არაერთგვაროვან დასკვნებს აკეთებენ. ბარიერგადალახული ოთხი ძალიდან ორი, მუნიციპალურ არჩევნებში ჩართვასა და ხელისუფლებასთან გარიგებას შორის ტოლობის ნიშანს სვამს და პოზიციის გადახედვას გამორიცხავს. გახარიას პარტიისგან გასხვავებით, რომელსაც მერებისა და საკრებულოების არჩევნებისთვის მზადება დადასტურებული აქვს, „ლელო“ ჯერ ისევ ფიქრობს, თუმცა ბოლო დღეებში პარტიის პოზიციონირება დანარჩენ ოპოზიციას იმედს აძლევს, რომ ხაზარაძის გუნდი წინააღმდეგობის პლატფორმის შეთანხმებას არ დაარღვევს. ფაქტია, რომ ხელახალი არჩევნების მიღწევის გზის გარშემო ოპოზიციის პოზიციები გაიყო.
როგორ ესახებათ მთავარ პოლიტიკურ აქტორებს ხელისუფლების ცვლილება – არაერთგვაროვანი პოზიციები თათია ტაბეშაძემ მოისმინა.