ოპოზიციის არაღიარების პოლიტიკა  

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება.

პარტიები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაპროტესტების ფორმებზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებებიც მიუღებელია. ბოლო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერების მობილიზების და აქციების გამართვისკენ, მათ შორის ინაუგურაციის დღესაც. თუმცა ჯერ უცნობია, რა სტრატეგიით იმოქმედებს გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს. „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები სამოქმედო გეგმას ხვალ გამოაცხადებენ.