ოპოზიციის აქტივისტების მსვლელობა

პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობას გეგმავენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს პერმანენტული სახე ექნება.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრების თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.