ოპოზიციის აქცია ზუგდიდში

21:39, 03.11.2021

ბათუმის შემდეგ ზუგდიდი.

რუსთავის ციხის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ნაწილთან ერთად საპროტესტო აქციებს რეგიონებშიც მართავს. მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მიმდინარე საპროტესტო გამოსვლაზე იმყოფებიან თბილისის ჩრდილოვან კაბინეტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. მათ შორის „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი