ოპოზიციის აქცია - შეფასება

რა განმარტებები და შეფასებები მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას. „ქართულ ოცნებაში“ ეჭვქვეშ აყენებენ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომ მოტყუებით წაიყვანეს და დაირღვა მისი უფლებები. მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ფაქტების ახსნისას შესაძლოა იყოს მიკერძოებული. ამიტომ, უმჯობესი იქნება თუ მისი მონათხრობი შემოწმდება. დარღვევის შემთხვევაში კი, იქნება რეაგირება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გადაყვანის გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.