ოპოზიციის ალტერნატიული გეგმა

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ალტერნატიული გეგმა.

ოპოზიციური საპარლამენტო პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობენ, დღეს საკუთარ გეგმას გაასაჯაროებენ. როგორც ცნობილია, ისინი 11 მიმართულებაზე წარადგენენ საკუთარ ხედვას. ალტერნატიულ გეგმაში არ იქნება დეოლიგარქიზაციის საკითხი.