ოპოზიციის ალოგიკური პოლიტიკა – პრემიერის წერილი 

21:10, 04.08.2026

რატომ არ გამოირჩეოდა ყოფილი ხელისუფლება რადიკალური ანტირუსული განწყობებით აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ იქცა „რუსოფობია“ ტრენდად მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – პრემიერი ღია წერილს ავრცელებს და ყოფილ ხელისუფლებას არაერთ ბრალდებას უყენებს.

ირაკლი კობახიძე ომის მძიმე შედეგებს იხსენებს და სვამს კითხვას – რატომ არ იყო ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანური მსხვერპლი საკმარისი საფუძველი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა  გაეტარებინა – ომის შემდეგ რუსეთთან წარმოებულ ალოგიკურ პოლიტიკაში, რაც  ეკონომიკური კავშირების აღდგენის მცდელობებში და ქართული ენერგო ობიექტების რუსული კომპანიებისთვის გადაცემაში გამოიხატა, პრემიერი მესამე სექტორის ბრალეულობასაც ხედავს და სამოქალაქო ორგანიზაციებს სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთად, უცხო ძალების დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს. ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და გარე დირექტივებს უკავშირებს ირაკლი კობახიძე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, საქართველოში გააქტიურებულ რადიკალურ ანტირუსულ განწყობებსაც.

რას პასუხობენ პრემიერის ბრალდებებს ადრესატები – ნახეთ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი