„ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია – გამოხმაურება
თბილისში „ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით აქცია-მსვლელობა, სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ გაიმართა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბდნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის მეტროსადგურისკენ გაემართნენ.
აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოებიანი პლაკატების გამოჩენას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში აღნიშნული ფაქტი გააკრიტიკა და სააკაშვილს „ბიძინას მოსყიდული“ უწოდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროტესტის მხოლოდ დასაწყისია.
აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და რეპრესიების ფონზე ხალხის პროტესტი რეჟიმის არალეგიტიმურობას უსვამს ხაზს.