ოპოზიციის ალიანსის გეგმა

15:19, 19.04.2026

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს მორიგ მასშტაბურ აქციას აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ ამ დღეს ჩაატარებენ დიდ ეროვნულ ყრილობას და კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას ხალხის მთავარ მოთხოვნას, რომელიც ევროინტეგრაციაზე, კეთილდღეობასა და გრძელვადიან მშვიდობაზე გადის. უმრავლესობაში კი ოპოზიციის ამ განაცხადს სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ დამოუკიდებლობის დღის თარიღის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა ოპოზიციის სისუსტეზე მეტყველებს.

მსგავსი