ოპოზიციის ალიანსის დახურული შეხვედრა ქუთაისში
ოპოზიციურმა ალიანსმა დაანონსებული გეგმის შესაბამისად, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პირველი ასეთი შეხვედრა ქუთაისში დახურულ ფორმატში გაიმართა. მიუხედავად იმისა რომ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია თავისუფალი იყო, პირველი შეხვედრისადმი ინტერესი არც ისე მაღალი აღმოჩნდა. მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გადაღების საშუალება არ მისცეს, შეხვედრა დაატოვებინეს რეგისტრაცია გავლილ ერთ-ერთ მოქალაქესაც, მას შემდეგ რაც აღნიშნულმა პიროვნებამ ტელეფონით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ინტერვიუ ჩაწერა.