ამ დრომდე უცნობია, შედგება თუ არა კიდევ ერთი დიდი ოპოზიციური ერთობა. პოლიტიკური ლიდერები უკვე საუბრობენ, რომ ისინი ეგრეთ წოდებული თანხმობის დოკუმენტზე მუშაობენ. ცნობილია, რომ კომუნიკაცია რვა ოპოზიციურ პარტიას შორის უკვე მიმდინარეობს. იქნება თუ არა ოპოზიციის გამაერთიანებელი ისევ სალომე ზურაბიშვილი და რით დასრულდება ერთობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, გაურკვეველია. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ უკვე კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში კი ოპონენტების განცხადებებს არასერიოზულად აფასებენ.