ოპოზიციამ „შავ სიას“ სახელი შეუცვალა  

ოპოზიციამ ე. წ. შავ სიას სახელი შეუცვალა.

დღეიდან „20 ივნისის სიით“ დასათაურდება იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც ოპოზიციონერი ლიდერები ახლა უკვე მხოლოდ საერთაშორისო სანქციებით ემუქრებიან. ხელისუფლების ოპონენტთა რიტორიკაში სიაში შეყვანილ საჯარო მოხელეთა უსამსახუროდ დატოვების მუქარაც აღარ ისმის. არ კონკრეტდება დასასჯელთა შემდეგი ათეულის გამოქვეყნების ზუსტი თარიღიც.

სიის წერის პარალელურად საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით გაერთიანებული 30-მდე პარტია სამომავლო სტრატეგიასაც აყალიბებს. შენობების პიკეტირება და აქციები ძალაში რჩება. საარჩევნო წინადადება, რომელიც ოპოზიციამ მმართველი გუნდისგან მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდზე მიიღო, ოპონენტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.