„საჯარო მოხელეების მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ხედვის პრეზენტაციას მართავს.
ღონისძიებას ესწრებიან საჯარო მოსამსახურეები, არასამთავრობო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და კოალიციის ლიდერები. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი სამსახურებიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მხარდაჭერაა.