ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სერგეი ლავროვთან დავით ზალკალიანის შეხვედრის დეტალები აინტერესებს. კერძოდ, ოპოზიცია მინისტრისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს, თუ რა ფორმატით გაიმართა შეხვედრა ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატთან, კონკრეტულად, რა იყო ქართული მხარის გზავნილები და რატომ იყო გასაიდუმლოებული მოლაპარაკების როგორც დანიშვნა, ისე მისი შედეგები. საკანონმდებლო ორგანოში დავით ზალკალიანის დაბარებასთან დაკავშირებით ოპოზიცია მოთხოვნას დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დავით ზალკალიანის მოსმენა ოქტომბერში სამთავრობო საათის ფარგლებში ისედაც დაგეგმილია და საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არის.