ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს

მომდევნო არჩევნებზე 5-პროცენტიანი ბარიერია განხილვის თემა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ხმების საჭირო რაოდენობის მიღების პრობლემა არ აქვთ, თუმცა, საკითხი კენჭისყრაზე თუ დადგება, ისინი ბარიერის დაწევას დაუჭერენ მხარს. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხს არ განიხილავენ და პარტიები სათანადოდ უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის.