ოპოზიცია რეგიონებში გადის

12:45, 15.04.2021

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 15 მაისისთვის მზადებას იწყებენ. სხვადასხვა პარტიის ლიდერები რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბნენ, საიდანაც კახეთის მიმართულებით გაემართნენ. მათი თქმით, ისინი ყველა რეგიონში ჩავლენ, რათა მოისმინონ მოსახლეობის პრობლემები და მათ საკუთარი გეგმები გააცნონ. ოპოზიციაში არის მოლოდინი, რომ 15 მაისს დედაქალაქში ფართომასშტაბიანი შეკრების ორგანიზებას მოახერხებენ. აქციების მზადების პარალელურად, ოპოზიციაში მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მოამბე

მსგავსი