ოპოზიცია მოსამართლეთა „შავი სიის“ შექმნას ითხოვს

მიიღებს თუ არა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე მონაწილეობას შეერთებულ შტატებში დაგეგმილ სემინარში, ამ დრომდე უცნობია, ისევე როგორც სემინარიდან მისი მოხსნა-არმოხსნის საკითხი. დეტალაებზე ლაშა ჩხიკვაძე არ საუბრობს და მედიას ურჩევს საკითხი შეერთებული შტატების საელჩოში გაარკვიონ.

საკითხს აქტიურად განიხილავს პოლიტიკური სპექტრი. ისმის ურთიერთბრალდებები. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ჩხიკვაძე გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო დაიბლოკა. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების გავრცელებისკენ მოუწოდებდნენ.