ოპოზიცია მოსამართლეთა არჩევის შეჩერებას ითხოვს

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებას ითხოვს.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები „ლელომ“ უკვე მოამზადა და პარლამენტში გუშინ დაარეგისტრირა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოსამართლეების დანიშვნებზე მორატორიუმი იმ დრომდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე პარლამენტი შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამბიციურ რეფორმას სისრულეში არ მოიყვანს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „ლელოს“ ინიციატივას მხარს უჭერს. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივა ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება და მიზნად მართლმსაჯულებაში ვაკუუმის გაჩენას ისახავს.