ოპოზიცია მორიგი შეხვედრისთვის ემზადება

ოპოზიცია მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. როგორი იქნება ვანო მერაბიშვილის როლი მათ სამომავლო გეგმებში. აუდიენცია 15 საათზეა ჩანიშნული. იმსჯელებენ საარჩევნო სისტემასა და 4 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე.

პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი, ამ დრომდე არ აკონკრეტებს, ითანამშრომლებს თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, დღეს, შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც მივიდეს.

ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სისტემა 100/50 კვლავ ძალაშია, თუმცა ამ წინადადებას ოპოზიცია არ თანხმდება.