ოპოზიცია გეგმის გარეშე
მაშინ, როდესაც ვენესუელას მსგავსი სცენარის საქართველოში განვითარების სურვილს ოპოზიციის ნაწილი არ მალავს და უფრო მეტიც, იმისთვის, რომ იგივე თბილისში არ მოხდეს ახალი არჩევნების დანიშვნას გარდაუვლად აცხადებს, მეორე ნაწილი საქართველოში პროცესების მსგავს განვითარებას არ ელოდება. შესაბამისად, ხელისუფლების ცვლილებისთვის არაერთხელ ნაცადი გაერთიანების იდეა, ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთხელ აქტიურდება. ერთიანი ფრონტის შექნის გეგმა, ამჯერად საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გამოსულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ეკუთვნის. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ძალების გაერთიანებისთვის ძალისხმევას არ იშურებს და ადასტურებს, რომ კონსულტაციებს აქტიურად მართავს. ვის ექნება წარსული გამოცდილების ფონზე ახალ ერთობაში შესვლის სურვილი ჯერ გაურკვეველია. ვიდრე სამომავლო გეგმის კონტურები გამოიკვეთება, ოპოზიციის მცდელობებს არარეალისტურად აცხადებს მმართველი გუნდი. ერთადერთი გეგმა, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდება, „ქართული ოცნების“ შეფასებით, გარე დავალებების შესრულება იქნება.