ოპოზიცია ფარული აუდიოჩანაწერების საქმეს ეხმაურება

„ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. მისი თქმით, ჩანაწერებით დასტურდება, რომ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ჩანაწერების ავთენტიკურობის დადასტურების შემთხვევაში სახელმწიფოებრიობას შეექმნება საფრთხე.

ჩანაწერების თემას გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, დიდ უხერხულობას გრძნობს იმის გამო, რომ ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში ცხოვრობს.