ოპოზიცია ერთიან საარჩევნო სიაზე მსჯელობს

ოპოზიციის გაერთიანების იდეამ ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება გამოიწვია.

„ლელოს“ ლიდერის განცხადებას ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. არასწორ სტრატეგიად ფასდება მამუკა ხაზარაძის პოზიცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე, ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ერთიანი სიის და ერთიანი ფრონტის ფორმირების უპირატესობაში დასარწმუნებლად ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან დღეს „ლელოს“ შიდა კვლევის შედეგებზეც მიუთითეს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიების ნაწილისთვის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზა დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე და საერთო სიაზე გადის. თუმცა პოლიტიკური აქტორების ნაწილი გამოსავალს მაქსიმალურ კოორდინაციაში და რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის შექმნაში ხედავს. პოზიციები გაიყო, რასაც ერთმანეთის მისამართით კრიტიკული გზავნილებიც მოჰყვა.

თათია ტაბეშაძე არკვევდა, რა კონფიგურაციები გამოიკვეთა წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ სპექტრში.