ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებისთვის მზადაა

ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზადაა. მომავალ აუდიენციაზე, საერთაშორისო პარტნიორების წინადადების განხილვა უნდა მოხდეს.

მესამე რაუნდის შეხვედრამდე კი, ოპოზიციური პარტიები შიდა კონსულტაციებს მართავენ. პარალელურად კი აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებასაც შეეცდებიან.