ოპოზიცია დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია ხვალ პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად მიმართავს და საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრის დაბარებას მოითხოვს. „ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს, თუ რა ფორმატით გაიმართა შეხვედრა ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატთან, კონკრეტულად, რა იყო ქართული მხარის გზავნილები და რატომ იყო გასაიდუმლოებული მოლაპარაკების როგორც დანიშვნა,  ისე მისი შედეგები. ოპოზიციის განცხადებით, კანონის თანახმად საგარეო საქმეთა მინისტრს არ აქვს უფლება უარი თქვას პარლამენტში გამოცხადებაზე, ამიტომ, მინისტრს სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ყველა დეტალის მოყოლა მოუწევს.