ოპოზიცია ბრიუსელში - შეფასებები

დაბარება ბრიუსელში ახალი ინსტრუქციების მისაღებად – ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების ნაწილის წარმომადგენელთა ვიზიტს ბრიუსელში.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიცია ისე, როგორც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს და მათი ოპონენტების თითოეული ნაბიჯი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. ამ პროცესში „ქართული ოცნება“ საუბრობს არამხოლოდ ქართული ოპოზიციის სურვილებზე, არამედ გარე ძალებზე. თავის მხრივ ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ვიზიტის ფარგლებში მათი წარმომადგენლების მიზანი, ერთის მხრივ საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბარი და მეორეს მხრივ, „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.