ოპოზიცია ბრიუსელს საყვედურობს 

21:42, 16.10.2026

სწორედ ევროკავშირის მისამართით ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებას მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში არგუმენტად წარადგენს. იგულისხმება ნიკა გვარამიას სატელევიზიო ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც მან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს არასაკმარისი რეაგირების გამო უსაყვედურა, საქართველოს მიმართ სანქციების იანვრამდე გადაწევა კი ევროკავშირის დიდ შეცდომად გამოაცხადა. იყო პირდაპირი მითითება არაერთი სადამსჯელო მექანიზმის გამოყენებაზე. მმართველი პარტია განცხადებას საკუთარი ქვეყნის მტრობად აცხადებს და სწორედ მსგავს პოზიციონირებას მიიჩნევს იმ სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად, რომელშიც „ქართული ოცნება“ ხუთი პოლიტიკური ძალის საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. „ახალის“ ლიდერს განცხადება ოპოზიციურ ფლანგზეც დაუწუნეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის შეჩერებული დიალოგის და დაძაბული ურთიერთობის ფონზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბოლოდროინდელი პოზიციონირება არც სხვა ოპოზიციონერ აქტორებს მოსწონთ.

მსგავსი