ოპოზიცია ისევ აქტიურ ქმედებაზე გადადის

პიკეტირების, სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისა და სხდომების ჩაშლის მცდელობა. ოპოზიცია ისევ აქტიურ ქმედებებზე გადადის. საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე რკინის კონსტრუქციებია მოწყობილი. ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციამ რამდნიმე ადამიანი გაიყვანა.

ვაჟა სირაძის ინფორმაციით, „მოხდა განრიდება და არა დაკავება“. ინგოროყვას ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და წევრები იმყოფებიან, რომლებიც პარლამენტთან მიახლოებას ცდილობენ. რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.