ოპოზიცია ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება

ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი სერიოზულ გაფრთხილებას უწოდებს.  „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თუ მმართველი პარტია, 8 მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, შესაძლოა, ევროკავშირის დახმარების გადმოცემა ეჭვის ქვეშ დადგეს. ხელისუფლების ოპონენტები თანაგუნდელების გათავისუფლებას ითხოვენ.  „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კუბილიუსს არასწორი ინფორმაცია აქვს და  მმართველი გუნდი ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი საკონსტიტუციო ცვლილებები საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მოიპოვებს, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

ანდრიუს კუბილიუსის განცხადება