ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, – რა ფორმით გაგრძელდება ბრძოლა ამ ორი მოთხოვნის შესასრულებლად, ოპოზიცია სამოქმედო გეგმებზე ამ დრომდე მსჯელობს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აქციები არ დასრულებულა. პროტესტის ფარგლებში ისინი სხვადასხვა სამთავრობო უწყების პიკეტირებასაც აანონსებენ. სანამ გაირკვევა კონკრეტულად ვინ ჩაერთვება ახალ საპროტესტო ტალღაში, ოპოზიციის მეორე ნაწილი რიგგარეშე არჩევნების საკითხის გააქტიურებას შეცდომად მიიჩნევს. მმართველი გუნდი კი ქვეყანაში 2024 წლამდე არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს.