ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გასტროლი ბრიტანეთში
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გასტროლით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში. საბალეტო დასმა „ლონდონის კოლიზეუმში“ პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი „გედების ტბა“ 12-ჯერ წარმოადგინა. გაიხსნა ასევე, „ბალეტ „გედების ტბის“ დადგმის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.