ბათუმი „ოპერის ოქროს ხმას“ მასპინძლობს. ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ტარდება და ის საოპერო მომღერალ თამარ ივერის მიერ დაარსდა. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 75 კონკურსანტი მონაწილეობს, მათ შესაძლებლობებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
კონკურსი ბათუმის საზაფხულო თეატრში დღეს გაიხსნება და 30 სექტემბერს დაიხურება.