ოპერაცია „ლეგენდა“ - ამერიკელი პოლიციელების დასახმარებლად 

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული მასობრივი პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა.

თეთრი სახლის ლიდერი კრიმინალური ფაქტების აღკვეთის მოტივით რამდენიმე შტატსა და ქალაქში დამატებით ფედერალურ ძალებს აგზავნის. მათ შორისაა ჩიკაგო, სადაც სტატისტიკის მიხედვით, კრიმინალის დონემ ორჯერ იმატა. კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაში და პოლიციის წინააღმდეგ მოქმედებებში ამერიკის პრეზიდენტი პოლიტიკურ მეტოქეებსაც ადანაშაულებს. წინასაარჩევნოდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კრიმინალთან ბრძოლა ხდება, თუმცა მის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიღმა ადამიანის უფლებების დარღვევის ნიშნებს ხედავენ „დემოკრატები“, რის გამოც შიდა პოლიტიკური დაძაბულობა ძლიერდება.