ოპერა „ლელას“ კლავირის პრეზენტაცია

18:36, 19.12.2021

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ დარბაზში, რევაზ ლაღიძის ოპერა „ლელას“კლავირის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი გამოცემა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მუსიკოსებისთვის, ნაწარმოების გაცნობისა და მისი შესრულების პროცესს გაამარტივებს. გამოცემის რედაქტორები რევაზ ტაკიძე და ზაზა აზმაიფარაშვილი არიან. კლავირი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა. პრეზენტაციას კულტურის მინისტრი პროექტის ავტორებთან და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მსგავსი