ონტარიოს ტბა – კანადის პასუხი

12:24, 30.08.2026

ტრამპს კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერმა, დაგ ფორდმა ონტარიოს ტბასთან დიდი აბრა გახსნა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ტბისთვის სახელის გადარქმევის გადაწყვეტილება მიიღო და მას „ამერიკის ტბა“ უწოდა. ფორდის განცხადებით, ტბის სახელი, რომელიც 400 წელზე მეტი ხნისაა, არ შეიცვლება და კანადა მას კვლავ „ონტარიოს ტბად“ მოიხსენიებს. ცნობისთვის, 27 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ დაარქვა. ტბის ერთი ნახევარი კანადაში, ხოლო მეორე ამერიკაში მდებარეობს.

მსგავსი