ონში გამართულ აქციაზე ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

ონში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი „ონის კასკადის“ მშენებლობას აპროტესტებენ.  აქციის ორგანიზატორების თქმით, გეოლოგებისა და სეისმოლოგების შეფასებით, ჰიდროკასკადის მშენებლობა რაჭის მოსახლეობას, გარემოსა და ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის.

ონის ჰესების კასკადის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზეა დაგეგმილი. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, კასკადური ტიპის პროექტი ორი ჰესისგან შედგება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 202 მეგავატია.