ონლაინკაზინოების რეგულირების საკითხი

ონლაინკაზინოების რეგულაციების გამკაცრებას პოზიტიურად აფასებენ სამოქალაქო მოძრაობაში სახელწოდებით „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ”. დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, რეგულაციების მომზადების პარალელურად შესაბამისმა ინსტიტუციებმა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირებისთვის დახმარების პროგრამაც უნდა შეიმუშაონ.