ონლაინ კონფერენცია

მაია ცქიტიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საინვესტიციო საბჭოების ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

სესიას „იბიარდის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტი უძღვებოდა. მხარეებმა იმსჯელეს ეკონონიკაზე „კოვიდ19“-ის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გავლენის შესახებ და განიხილეს ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობები ატარებენ ბიზნესის მხარდასაჭერად. საუბარი ასევე შეეხო პოსტკრიზისული საინვესტიციო შესაძლებლობების პროგრამას, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, არსებული გამოწვევების გადალახვაში დაეხმარება.