ონლაინ განაცხადები სოციალურად დაუცველებისთვის
პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ შეძლებენ,რაც პროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად. ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. გარდა ამისა, 1-ლი ივლისიდან, 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადაც, რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახებს ფინანსური დახმარება უფრო სწრაფად მიიღონ. სიახლეების დანერგვა შესაძლებელი გახდა ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება და მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს. პროგრამა 2022 წლის ივნისიდან დაიწყო და 2028 წლამდე გაგრძელდება.