ტელე-ონლაინ გაკვეთილები მაუწყებელზე

განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ტელე-ონლაინ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს.

კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროექტით შესაძლებელი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით სასწავლო პროგრამების მიწოდება. პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის, რისთვისაც გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის ყველა მედიაპლატფორმა – მეორე არხი, ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის „იუთუბი“ და ფეისბუქ-გვერდები. პირველი არხი უზრუნველყოფს მსოფლიოს საუკეთესო სტუდიების მიერ მომზადებულ სასწავლო-დოკუმენტური ფილმების თარგმნას და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენებას. ასევე გადაწყდა, რომ აღნიშნული პროექტი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაგრძელდება შექმნილი ვითარების დასრულების შემდეგაც, ხოლო მეორე არხი საგანმანათლებლო მაუწყებლობად გადაკეთდება.

დატოვე კომენტარი