ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი

კლინიკა, რომლის ინვესტორს მეხუთე წელია, ეძებენ.

ონკოლოგიურ საავადმყოფოში არსებული ვითარება კრიტიკას ვერ უძლებს. 42 წლის წინ აშენებულ დაწესებულებას კაპიტალური რემონტი არასდროს ჩატარებია. ავარიულ შენობაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ადგილზე ახლა მხოლოდ 12 პაციენტი მკურნალობს. ამ ყველაფერს  ფინანსური სირთულეებიც ემატება. თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანება მენეჯმენტს დღეს საპროტესტო აქციით შეახსენეს. კლინიკის ხელმძღვანელობამ დღესაც დადო პირობა, რომ საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში არსებულ კლინიკაში მალე ახალი ინვესტორი შევა. თუმცა, მსგავსი კომენტარი 2015 წლის შემდეგ არაერთხელ გაკეთებულა.