ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან 22 ივლისს, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით კი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში თავად გამოცხადდა და ბრალი აღიარა. ადვოკატის ინფორმაციით თავდაპირველად კონფლიქტი ონისე ოქრიაშვილსა და დაკავებულს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო რაც შემდეგ უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებული ჩადენილს ინანიებს და წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.