„ონელობა 2026“ – სახალხო დღესასწაული 

15:26, 06.09.2026

ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ონელობა 2026“ აღინიშნა. ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეებთან, ასევე რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოეს, რომლებსაც სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. საღამო გალა კონცერტით დასრულდა, მაყურებლის წინაშე კი „ქართული ხმები“ წარდგა. ღონისძიება რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი