უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის სამხედრო რესურსები იწურება და ამის შემდეგ ლოგისტიკური კოლაფსი მოხდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. მისივე თქმით, ოკუპანტების გადარჩენის ერთადერთი გზა დანებებაა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ჯარების დანაკარგების თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია. 24 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა პირადი შემადგენლობის 10 000-მდე წევრი და ასეულობით სამხედრო ტექნიკა დაკარგა.