ომის მე-15 დღე - ინტერვიუ უკრაინაში საქართველოს ელჩთან

უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი გრძელდება. ჩვენი დიპლომატიური მისია ქვეყნის დატოვებაში საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს უკვე დაეხმარა. გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინიდან და მისი მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით სამშობლოში დამატებით 200-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში მუშაობას არ წყვეტს ჩვენი საელჩო კიევში და საკონსულოები ლვოვსა და ოდესაში.

კიევში არსებული ვითარების შესახებ „მოამბის“ შეკითხვებს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უპასუხა.