„ომის გზაგამოვლილი ქალების“ პრემიერა
ქალაქ ვოლენდამში ნათია ახვლედიანის ფილმის, „ომის გზაგამოვლილი ქალების“ პრემიერა გაიმართა. ქართველმა კინორეჟისორმა სადებიუტო ფილმი აფხაზეთს მიუძღვნა, რომელშიც ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი ქართული სამოყვარულო თეატრ „ათინათის“ მსახიობები და აფხაზეთიდან დევნილი ქალები მონაწილეობენ.
რეჟისორმა აფხაზეთის ომისა და ჭუბერის უღელტეხილის სცენები ორიგინალური ხერხით – ანიმაციის საშუალებით გააცოცხლა. თავად ამბებს კი ომგამოვლილი ქალები და მსახიობები ჰყვებიან.
საპრემიერო ჩვენებას საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები, ჰოლანდიელი და ემიგრანტი ქართველები დაესწრნენ. ფილმი არაერთ კინოფესტივალზე იქნება წარდგენილი, რომლის შემდეგ საპრემიერო ჩვენება უკვე საქართველოში გაიმართება.