ომის გავლენა ეკოლოგიაზე – სპეციალისტების პროგნოზები

21:52, 17.03.2026

ექნება თუ არა რაიმე გავლენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას საქართველოზე ეკოლოგიური გავლენა -კითხვები ენერგოობიექტების დაბომბვის ფონზე გაჩნდა.

გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მოქალაქეებს აინტერესებთ, ემუქრება თუ არა ჩვენს ქვეყანას გარკვეული საფრთხეები. აქცენტი კეთდება საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებული ობიექტების და ინფრასტრუქტურის თავზე დაგროვილი შავი ღრუბლებიდან ტოქსიკური ნივთიერებების საქართველოს მიმართულებით გავრცელების საშიშროებაზე. გარემოს დამცველები, რომლებიც ჰაერის ხარისხზე და რადიაციულ ფონზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, მდგომარეობას საყურადღებოდ მიიჩნევენ, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე საფრთხეს გამორიცხავენ.

მსგავსი