ომის ერთი თვე ისრაელში

ომის დაწყების შემდეგ პირველად, ისრაელის პრემიერი ჰუმანიტარული პაუზებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აანონსებს, რომ ომის დასრულებისთანავე ისრაელი ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი განუსაზღვრელი ვადით იქნება. „ჰამასის“ მიერ ისრაელზე მოწყობილი სასტიკი თავდასხმიდან დღეს ერთი თვე გავიდა. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ გატაცებული 200-ზე მეტი მოქალაქე ამ დრომდე მძევლად რჩება. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ. მათი ინფორმაციით, ისრაელელ სამხედროებს ალყაში აქვთ მოქცეული ქალაქი ღაზა, სადაც სხვადასხვა ცნობით, ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ ისევ რჩება. ანკლავში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის გამო გაერო-ს მოწოდებები სულ უფრო მკაცრდება.