ვაშინგტონსა და კიევს შორის ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, შეერთებული შტატები ახლა იმავე წინადადებაზე მოსკოვის დათანხმებას ცდილობს. ამ მიზნით დღეს რუსეთში ჩავიდა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. როგორც ვაშინგტონში განმარტავენ, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა გზას გაუხსნის უფრო ხანგრძლივი მშვიდობისკენ პროცესის დაწყებას. იმ შემთხვევაში თუ კრემლი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დათანხმდება, დონალდ ტრამპი მოსკოვს გამანადგურებელი ფინანსური სანქციებით ემუქრება. ჯერი ახლა რუსეთზეა, ვაშინგტონი კი პუტინის პირობების მოლოდინშია. რუსეთის პრეზიდენტმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კონკრეტული ნიუაანსების განხილვას შტატებთან მოლაპარაკებების პროცესში გეგმავს.